ლეგენდარულმა კალათბურთელმა 41 წლის რეი ალენმა სპორტული კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. რეის ბოლო ორი სეზონი აღარ უთამაშია, მაგრამ დღევანდლამდე კარიერის დასრულებაზეც განცხადება არ გაუკეთებია.
ალენი ნბა-ს ორგზის ჩემპიონია - “ბოსტონში” 2008 წელს, “მაიამიში” 2013 წელს. რეი “ოლ სტარის” 10-გზის მონაწილეა. 19-წლიან კარიერიაში ის საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.9 ქულას, 4.1 მოხსნას და 3.4 პასს აკეთებდა. ალენს ნბა-ს რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი 2973 სამქულიანი აქვს ჩაგდებული.