ფეხბურთი

22:29 | 1.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მესისთან მოლაპარაკებას მალე დაიწყებს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ Daily telegraph-თან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ლიონელ მესისთან მოლაპარაკებას წამოიწყებს. არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

"მესისთან მომავალ რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკება გვექნება. მესი და სხვა ფეხბურთელები კლუბის შეცვლის გადაწყვეტილებას თავად იღებენ. სამხრეთამერიკელს კიდევ დარჩა კონტრაქტი ჩვენთან და მასთან თანამშრომლობით ბედნიერები ვართ. იგი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

მომავალში არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ მესის დავუმტკიცოთ, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო კლუბში თამაშობს და ბარსელონა საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად." - განაცხადა მესიმ.

მესი "ბარსელონაში" მე-13 სეზონს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში 543 მატჩში 467 გოლი აქვს გატანილი.

0.121587