გლაზგოს “სელტიკის” ნიჭიერი შემტევით მუსა დემბელეთი, ლონდონის “ჩელსიც” დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sunday Express–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ლონდონელები მზად არიან, რომ 20 წლის შემტევში 40 მილიონი ფუნტი გაიღონ. “ჩელსის” გარდა, მუსათი “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალი” ინტერესდებიან.
დემბელემ მიმდინარე სეზონში შოტლანდიური გრანდის მაისური 22-ჯერ მოირგო და 15 გოლი გაიტანა. მას “სელტიკთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.