ფეხბურთი

23:20 | 31.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” სტროოტმანი სურს

“ევერტონს” იტალიური “რომასა” და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის კევინ სტროოტმანის შეძენა სურს – იუწყება გამოცემა Tuttomercatoweb.Com.

როგორც ირკვევა, რონალდ კუმანს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მერსისაიდული კლუბის ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და თანამემამულის კანდიდატურა ყველაზე მეტად მოსწონს.

26 წლის მოთამაშეს “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 12.75 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

მან მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.109938