“ოკლაჰომას” ხელმძღვანელობამ შესაძლოა კონტრაქტი ვიქტორ ოლადიპოს და სტივ ადამსს გაუხანგრძლივოს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ოლადიპოს კონტრაქტი 80 მილიონიანი იქნება, ხოლო ადამსის 100 მილიონიანი. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი რამდენიმე დღეში უნდა გაფორმდეს.
ოლადიპო განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16 ქულას აგვროვებდა, ხოლო ადამსი 8 ქულას და 6.7 მოხსნას.