ჭიდაობა

20:30 | 30.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგშელიძე ოლიმპიური ვერცხლის კანდიდატია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დიდი ალბათობით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მიიღებს. 4 წლის წინანდელ ოლიმპიადაზე გოგშელიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ახლა კი ერთი საფეხურით დაწინაურების უმთავრესი კანდიდატია, რადგან ყაზახეთის ნაკრების წევრს – ვერცხლის პრიზიორ თეიმურაზ ტიგიევს, რომელთანაც გიორგი ლონდონში ნახევარფინალში დამარცხდა, ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა.

თეიმურაზ ტიგიევმა ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

უცხოური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომაც დაადასტურა. ისიც ცნობილია, რომ სულ დოპინგ-სკანდალში ათი მოჭიდავეა გახვეული, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრებებიდან.

განმეორებით შემოწმებაზე ჩავარდნილი სპორტსმენების ტიტულების შესანარჩუნებლად ჩამოთვლილი ქვეყნები ცხადია გაასაჩივრებენ და დამატებით შემოწმებას მოითხოვენ, რაც საბოლოო ვერდიქტს გაურკვეველი ვადით გადადებს. გიორგი გოგშელიძის ვერცხლის პრიზიორად გამოცხადებაც ალბათ მხოლოდ დროის ამბავია.

0.115593