საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ამერიკელი ნატურალიზირებული კალათბურთელის მაიკლ დიქსონის აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატში ასპარეზობას უდანაკარგოდ აგრძელებს. ათენელებმა მეოთხე ტურში სტუმრად "ტრიკალა" 78:59 დაამარცხეს და პირველ ადგილზე იმყოფებიან.
მაიკლ დიქსონმა განვლილ შეხვედრაში 23:50 წუთში 11 ქულა მიითვალა. ამერიკელმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 4 სამქულიანიდან 1 გამოიყენა. საქართველოს ნაკრების წევრმა 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. დიქსონი მატჩის დროს არ დაჯარიმებულა და მასზე თამაშის წესები სამჯერ დაარღვიეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა ათენური გუნდის წევრი დუშან შაკოტა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გახლდათ.
აეკ-ი ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას შინ "რეტიმნოსთან" 5 ნოემბერს ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.