ფეხბურთი

19:12 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "კოლხეთი" არ დაინდო - 6:1

უმაღლესი ლიგის "წითელი ჯგუფის" დღევანდელ მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა "საბურთალომ" 6:1 სძლია ფოთის "კოლხეთს". გელა სანაიას გაწვრთნილები მეორე ადგილზე არიან და პოზიცია შეინარჩუნეს კიდეც, თუმცა ასეთი ანგარიშით მარცხი ნამეტანია.

საბურთალოელები ესპანელმა ფორვარდმა ხუანფრიმ დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ფოთელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა რამალდანოვმა გაათანაბრა და ამის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ "საბურთალო" ხუთ გოლს გაიტანდა?! გიორგი ხარაიშვილმა დუბლი მიითვალა, ბოლო სამი გოლი კი გიორგი ფანცულაიამ მიითვალა 14-წუთიან მონაკვეთში.

ფანცულაია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე უმაღლეს ლიგაში ჰეთ-თრიქი მიითვალა.

"საბურთალო" მეოთხე პოზიციაზეა და მეორე-მესამე ადგილებზე გასვლის შანსიც აქვს.

საბურთალო-კოლხეთი 6:1 (1:0)

გოლები: 1:0 ხუანფრი (45), 1:1 რამალდანოვი (51), 2:1, 3:1 ხარაიშვილი (58, 62 პენ), 4:1, 5:1, 6:1 ფანცულაია (70, 83, 84)

0.129932