ფეხბურთი

16:13 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი მწვრთნელობისთვის ემზადება

ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბამბარდირმა რობი კინმა უეფას A და B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო.

“მინდა კიდევ რამდენიმე წელი გავატარო მოედანზე, მაგრამ მწვრთნელის ლიცენზიაც მალე დამჭირდება” - დაწერა “ლოს ანჯელეს გალაქსის” ფორვარდმა “ინსტაგრამში” პირად გვერდზე.

რობი კინმა 1998 წლიდან ირლანდიის ეროვნული გუნდის ღირსება 146 მატჩში დაიცვა და 68 გოლი გაიტანა. 36 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა მიმდინარე წლის აგვისტოში დაასრულა.

თეგებირობი კინი
0.193408