ფეხბურთი

14:20 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” დე როსის მიადგა

დანიელე დე როსი “იუვენტუსში”? – ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, მაგრამ “გაძეტა დელო სპორტს” თუ ვერწმუნებით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა 33 წლის ფეხბურთელს “ეფლირტავება” – საქმე ისაა, რომ დანიელეს “რომასთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. სწორედ ამ ფაქტით სარგებლობა სურს “იუვეს”.

საერთოდ, ტურინული გრანდისთვის ასეთი რამ უცხო არაა და უფასოდ არაერთი ვეტერანი დაუმატებიათ: პატრის ევრა, დანი ალვეში, ანდრეა პირლო. აპენინზე სწორედ ამ უკანასკნელის შემთხვევას იხსენებენ და დე როსისთან ავლებენ პარალელს...

ჯერჯერობით სხვა ხელჩასაჭიდი ცნობა არ ვცრელდება, მაგრამ სეზონის ბოლომდე კიდევ დიდი დროა და ვინ იცის, იქნებ “ჯალოროსიმ” “მომავლის კაპიტანს” ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, ანაც, ჟურნალისტების ვარაუდი გამართლდეს.

შეგახსენებთ, დე როსის, “რომას” გარდა სხვა გუნდში არასდროს უთამაშია და რომში ფრანჩესკო ტოტის მერე ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

0.114758