სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:53 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი),
მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი);

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია);

ვლადიმირ ვაისმა ის 9 ფეხბურთელიც დაასახელა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია)

მცველები: ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი),გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა, საჩხერე), თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა, საჩხერე)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს, თბილისში შეიკრიბება. შეხვედრა საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, დინამო არენაზე 21:00 დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115332