პსჟ ზლატან იბრაგიმოვიჩის გაშვების შემდეგ ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია. Sport.es-ის ცნობით, პარიზელების მთავარი მიზანი “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევის ანტუან გრიზმანის გადაბირებაა.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს ნეიმარის შეძენა სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრანსფერი არ გამოვიდა, პარიზელებისთვის პრიორიტეტი გრიზმანი გახდა.
პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში გრიზმანმა რვა შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.