ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფისი კარიერაში პირველად ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება ნოვაკ ჯოკოვიჩს, ენდი მარეის, სტანისლას ვავრინკას, მილოშ რაონიჩს, კეი ნიშიკორის და უკვე გაელ მონფისს აქვთ გარანტირებული. ტურნირზე ვაკანტური კიდევ ორი ადგილია.
ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი 13-20 ნოემბერს გაიმართება.