ნამეტნავად იღბლიანი ვინმეა კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მესაჭე, ლუის ენრიკე. დავიწყოთ იმით, რომ განგებისა და საკუთარი ნიჭის წყალობით, ამოდენა გრანდში ითამაშა არაერთი წელი. მერე საერთოდ კატალონელთა მთავარი მწვრთნელი გახდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ლუისს ოჯახურ ამბებშიც ძალიან გაუმართლა.
ლუის ენრიკეს მეუღლე, ელენა კულელი სხვა ცნობილი ფეხბურთელებისა თუ მწვრთვნელების მეორე ნახევრებისგან მრავალი რამით გამოირჩევა, მაგრამ უპირველესი მაინც ალბათ ისაა, რომ ელენა ჩვეულებრივი ესპანელი ქალია, რომელსაც გლამურული ცხოვრება არ იზიდავს და ბედის მიერ მიძღვნილი ცხოვრებითაც კმაყოფილია.
ალბათ სწორედ მეუღლის ხასიათი და დამოკიდებულებები გახდა მიზეზი იმისა, რომ აგერ 15 წელზე მეტია ეს წყვილი თანაცხოვრობს და ჯერ ვერც ერთი ბულვარული მედიის წარმომადგენელი ვერ გაიხსენებს ლუის ენრიკესა და მის ცოლს შორის არსებულ რაიმე თუნდაც მცირე გაუგებრობას. სიყვარული თუ რამეა, ალბათ პირველ რიგში სწორედ ესაა!