კალათბურთი

11:37 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “საკრამენტოს” აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“საკრამენტო” შინ “სან ანტონიოსთან” 94:102 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 23:14 მოიგეს. “სან ანტონიოში” 30 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა, ხოლო “საკრამენტოში” საუკეთესო დემარკუს კაზინსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა და 16 მოხსნა შესძინა. “სან ანტონიო” შემდეგ შეხვედრაში შინ “ნიუ ორლეან პელიკანსს” დაუპირისპირდება.

“პორტლენდი” საკუთარ დარბაზში “კლიპერსთან” 106:114 დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ლოს-ანჯელესელთა გამარჯვებით 32:24 დასრულდა. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა “პორტლენდის” ლიდერმა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. “კლიპერსში” 27-27 ქულით გრიფინი და პოლი გამოირჩნენ.

“ატლანტა” – “ვაშინგტონი” 114:99 (29:27, 28:29, 24:24, 33:19)

https://www.youtube.com/watch?v=d0tu4QoZEIk

“ჩიკაგო” – “ბოსტონი” 105:9 (30:20, 27:29, 22:24, 26:26)

https://www.youtube.com/watch?v=_w51TLRAOeE

“პორტლენდი” – “კლიპერსი” 106:114 (27:28, 22:30, 33:24, 24:32)

“საკრამენტო” – “სან ანტონიო” 94:102 (29:27, 28:26, 14:23, 23:26)

https://www.youtube.com/watch?v=RBDhKDXoYqI

0.121126