აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკი“ რუსეთის სუპერლიგა 1-ს დაუმარცხებლად ლიდერობს. ციმბირელებმა რიგით მე-5 გამარჯვება „სახალინთან“, საშინაო შეხვედრაში მოიპოვეს. დვალიშვილის გუნდმა მეტოქე 85:79 დაამარცხა.
საბოლოოდ 6 ქულით იმაჯვა, თუმცა ნოვოსიბირსკელები მატჩის მსვლელობისას დამაჯერებლად ლიდერობდნენ. მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულასაც მიაღწია, თუმცა ბოლოსკენ მათ ყურადღება მოადუნეს და მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება მიეცა.
დვალიშვილი, რომელიც რუსულ კლუბში 4 ნომრის, ანუ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, მოედანზე 8:06 წუთით გამოჩნდა და 2-2 ქულა-მოხსნა მიითვალა. აკაკიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
მორიგ მატჩს ნოვოსიბირსკელები კვლავ შინ- 30 ოქტომბერს, „სპარტაკ-პრიმორიესთან“ გამართავენ.
gbf.ge