“მანჩესტერ იუნაიტედი” გლაზგოს “სელტიკის” ახალგაზრდა თავდამსხმელს მუსა დემბელეს აკვირდება – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Record–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ დემბელეს საქმეში სანახავად, ოთხშაბათს “სელტიკის” მატჩზე საკუთარი სკაუტები გაგზავნა.
შოტლანდიური გრანდი გასვლაზე “როსის” დაუპირისპირდა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. დემბელე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და 93-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა.
ცნობისთვის, 20 წლის ფორვარდი “სელტიკში” გასულ ზაფხულს “ფულჰემიდან” გადავიდა და კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.
მუსამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.