ფეხბურთი

21:54 | 27.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც “სახალხო გუნდის” ვებგვერდი გვამცნობს, დღეს, 24 წლის ქართველმა შემტევმა კლუბთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც ყავლი 2021 წლის 31 მაისს გაუვა.

მოგეხსენებათ, ჯანოს “სპარტაკთან” ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და შესაბამისად, ზაფხულში მოსკოვის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებოდა, თუმცა ასე არ ინება.

ჯანო ანანიძე “სპარტაკის” აკადემიაში ირჯებოდა 2007 წლიდან, ხოლო მთავარი გუნდში სისტემატურად 2009 წლიდან ხვდება. იგი დღემდე, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც “სპარტაკის” მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაუტანია (2009 წელს, “ლოკომოტივთან”).

მთლიანობაში კი, რუსული გუნდის რიგებში დღემდე 111 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი – მიმდინარე სეზონში კი, 10 თამაშში 5 გოლი მიითვალა.

0.113844