55 წლის სპეციალისტი სერხიო სკარიოლო ესპანეთის ნაკრებს 2020-წლამდე გაწრთვნის, აღნიშნულ ინფრომაციას ესპანური მედია ავრცლეებს. წყაროს ცნობით, სკარიოლოს ნაკრები რიოს ოლიმპიადის შემდგომ უნდა დაეტოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია და სკარიოლო რამდენიმე დღეში კონტრაქტს 2020 წლამდე გაახანგრძლივებენ.
სერხიო ესპანეთის ნაკრებს 2009-2012 წლებში და 2015 წლიდან წვრთნის. სკარიოლომ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი სამჯერ (2009, 2011, 2015) წლებში მოიგო.