მალაიზიაში, ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 154 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შედეგით - 340 კგ. მსოფლიოს ჩემპიონს ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო.
ირაკლი ჩხეიძე, ჭაბუკთა ნაკრების წევრებთან ერთად მალაიზიიდან თბილისში 26 ოქტომბერს დაბრუნდა.
წარმატებულ ძალოსანს, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან და მწვრთნელ ზურაბ ანთაურთან ერთად, გამარჯვება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად მიულოცა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური