იტალიის ნაკრებისა და “რომას” ნახევარმცველი ალესანდრო ფლორენცი მძიმედ დაშავდა. გუშინ, იტალიის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში “სასუოლოს” წინააღმდეგ 25 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და მოედანი საკაცით, აცრემლებულმა დატოვა.
ფლორენცის ოპერაცია პარასკევს გაუკეთდება, მანამდე კი, წინასწარი ვარაუდით, მოედანზე 4-დან 6 თვემდე ვერ გავა.
ალესანდრო ფლორენცი “რომას” აკადემიის აღზრდილია და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მან 12 თამაში ჩაატარა და გოლი ერთხელ გაიტანა.