იტალიური “ნაპოლი” კოლუმბიის ნაკრებისა და “გუანჯოუ ევერგრანდეს” თავდამსხმელით ჯექსონ მარტინესით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი საფეხბურთო გამოცემა Goal.Com–ი.
ნეაპოლური კლუბი 30 წლის ფორვარდის სამსახურით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათმა მთავარმა მეგოლემ არკადიუშ მილიკმა მძიმე ტრავმა მიიღო.
ჯექსონს ჩინურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 14 მილიონ ევროდაა შეფასებული.