ფეხბურთი

11:28 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “მჯერა, შემდეგ ეტაპზე გავალთ”

სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორიამ კლუბის ვებგვერდთან რუსეთის თასის 1/8 ფინალში, მოსკოვის “ლოკომოტივთან” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ქართველი კიპერის განცხადებით, მის გუნდს შესწევს ძალა, რომ დედაქალაქური კლუბის ბარიერი დაძლიოს და მეოთხედფინალში გავიდეს.

“ლოკომოტივი” ძალიან ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კრიზისშია – ჩვენი უპირატესობა კი საკუთარი კედლებია. იმედი მაქვს, გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და მხარს დაგვიჭერს. დარწმუნებული ვარ, თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია”, - აღნიშნა ლორიამ.

“კრილია სოვეტოვი”, რომელიც პრემიერლიგის აუტსაიდერია, “ლოკომოტივს” 27 ოქტომბერს ეთამაშება – რუსეთის თასის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ერთმატჩიან დუელში გაირკვევა.

0.11771