ევროლიგის მესამე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” – ბასკებმა მადრიდში “რეალს” აჯობეს დაძაბულ ბრძოლაში 91:87.
ტრადიციულად “ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე, რომელმაც პარკეტზე 27:05 წუთი გაატარა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა – შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი, ხოლო ექვსიდან 4 საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულით დაასრულა შეხვედრა. ამასთან, ბურთი სამჯერ მოხსნა ფარიდან.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სტუმართა შორის გულშემატკივართა გადაწყვეტილებით იოჰანეს ვუგტმენი დასახელდა, ხოლო ჩევენბურს ხმების 14% ერგო და მესამე ადგილს დასჯერდა.
თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” ევროლიგაში სამი ტურის მერე ორი მოგება აქვს აქტივში და ამ დროისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფება.