კალათბურთი

21:20 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია სეზონის სტარტის წინ: "ჩხუბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ..."

26 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:30 საათზე ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ის ახალ სეზონს "სან ანტონიოსთან" მატჩით გახსნის, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე-14 სეზონს დაიწყებს. San Francisco Chronicle-მ "სპურსთან" მატჩის წინ ზაზას შესახებ დაწერა და აღნიშნა, იგი ნამდვილი მეომარია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითო.

ფაჩულია არ მორიდებია ისეთ ვარსკვლავებთან დაპირისპირებას, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, კევინ გარნეტი, ნიკოლა მიროტიჩი, ჯეისონ რიჩარდსონი, დუაიტ ჰოვარდი და ამჟამად ზაზას თანაგუნდელი დევიდ უესტი.

"ჩხუბის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ზოგჯერ, როცა საჭიროა შენ გუნდს დაეხმარო, ცოტა აგრესიული უნდა იყო." - ციტირებს sfchronicle ზაზას სიტყვებს.

San Francisco Chronicle-მ აღნიშნა, რომ დრეიმონდ გრინთან ერთად ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" უფრო ბრძოლისუნარიანს გახდის. ასევე გუნდი უფრო მეტ მოგებას ნახავს, რადგან გუნდიდან წასული ენდრიუ ბოგუტი წელიწადში 11 მილიონ დოლარს იღებდა, ზაზა კი 2.9 მილიონ დოლარს დასჯერდა.

San Francisco Chronicle-მა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გულშემატკივრები ხშირად ნახავენ ფაჩულიას ბოლომდე ბრძოლას, თავდადებას და ისინი ქართველს აუცილებლად შეიყვარებენ.

0.118263