ფეხბურთი

13:14 | 25.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს ბურთისთვის” ინგლისელი 4 წლის შემდეგ ისევ იბრძოლებს

“ფრანს ფუტბოლის” მიერ ნომინირებულ 30 ფეხბურთელს შორის ინგლისური “ლესტერის” ფორვარდი ჯეიმი ვარდიც მოხვდა. საგულისხმო კი ის ფაქტია, რომ “ოქროს ბურთის” პრედენტენთა შორის ინგლისელი ფეხბურთელი ბოლოს 2012 წელს იყო. მაშინ, უეინ რუნი მე-15 ადგილზე გავიდა.

ვარდის შარშან კარგი სეზონი ჰქონდა და პრემიერლიგაში 36 თამაშში 24 გოლი გაიტანა. შესაბამისად, დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის ჩემპიონობაში.

აქამდე, “ოქროს ბურთი” ოთხ ინგლისელ ფეხბურთელს მიუღია – სტენლი მეტიუზმა 1956 წელს პირველ გამოკითხვაში იმარჯვა, 1966 წელს ბობი ჩარლტონი იყო საუკეთესო, კევინ კიგანმა ორჯერ (1978, 1979) იპირველა, ბოლოს კი, 2001 წელს მაიკლ ოუენს მიანიჭეს საუკეთესოს წოდება.

0.114034