ფეხბურთი

21:22 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო კაკას მექსიკაში იწვევენ

“ორლანდო სიტის” ფეხბურთელის რიკარდო კაკას ტრანსფერით მექსიკური გუნდი “კერეტარო" ინტერესდება.

ბრაზილიელს და მის აგენტს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ “კერეტარო” “ოქროს ბიჭუნას” სეზონში 6 მილიონ დოლარს სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე გუნდში 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა ბრაზილიელი შემტევი – რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ რიკარდო კაკა “ორლანდოში” 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი “სან პაულოში” “მილანსა” და “რეალში” ირჯებოდა.

0.127391