“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩია მოედანს უგოლოდ ტოვებს. შვედი ფეხბურთელის მშრალი სერია შემდეგ გუნდებთან ფიქსირდება: “ჩელსი”, “ლივერპული”, “ლესტერი” “სტოკ სიტი”, “უოტფორდი” – საუბარი მხოლოდ პრემიერლიგის მატჩებზეა.
აღსანიშნავია, რომ ზლატანს ამდენხნიანი უგოლო სერია 2010 წლის მერე არ ჰქონია, როდესაც “მილანში” ირჯებოდა.
“წითელ ეშმაკებს” მომდევნო მატჩი პრემიერლიგაში 29 ოქტომბერს “ბარნლის” წინააღმდეგ აქვთ.