სინგაპურში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა, სადაც რვა საუკეთესო ჩოგბურთელმა თავი მოიყარა.
წითელი ჯგუფის პირველ შეხვედრაში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ამერიკელი მედისონ ქისი 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. მთელი შეხვედრა სიმონას უპირატესობით მიმდინარეობდა. ამერიკელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, რამაც საბოლოოდ თამაში ბედი გადაწყვითა. ჰალეპს სულ უნებლიე 12 შეხდომა ჰქონდა, ხოლო მედისონს კი - 41.
წითელი ჯგუფის მეორე მატჩში რეიტინგის ლიდერმა გერმანელმა ანგელიკა კერბერმა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა სამ სეტში 7:6, 2:6, 6:3 დაამარცხა. პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე გერმანელმა 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში სლოვაკი უკეთ გამოიყურებოდა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მესამე გადამწყვეტ სეტში 3:2-ზე კერბერის სასარგებლოდ, ანგელიკამ ბრეიკი გააკთა, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
წითელი ჯგუფი:
1. | სიმონა ჰალეპი | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 | |
2. | ანგელიკა კერბერი | 1 | 1 | 0 | 2:1 | 1 | |
3. | დომინიკა ციბულკოვა | 1 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
4. | დედისონ ქისი | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |