ფეხბურთი

17:00 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალას ორი კვირა გაუცდება

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი ფეხბურთელი პაულო დიბალა დაუშავდა. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, არგენტინელ შემტევს მინიმუმ ორი კვირა გაუცდება, თუმცა შესაძლებელია ლაზარეთში ყოფნა ერთი თვეც მოუწიოს.

დიბალამ ტრავმა “მილანთან” მატჩშის 32-ე წუთზე მიიღო და შეხვედრა ვეღარც გააგრძელა.

პაულო დიბალას ხსენებულ ორ კვირაში ოთხი მატჩი გაუცდება – “სამპდორიას”, “ნაპოლის”, “ლიონისა” და “კიევოს” წინააღმდეგ.

0.123059