ცუდი ინფორმაცია კატალონიის “ბარსელონასთვის. ანდრეს ინიესტამ “ვალენსიასთან” დაპირისპირების დროს პირველივე წეთებზე ტრავმა მიიღო.
როგორც “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, ესპანელ ნახევარმცველს მუხლის დაზიანება აღენიშნება და სავარაუდოდ 2-დან 3 თვემდე გაუცდება. თუმცა, უახლოეს დღეებში ინიესტას ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდება და ზუსტი დიაგნოზიც მაშინ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო მას უკვე გაუცდა ერთი თვე და მოედანს 10 სექტემბერს, “ალავესის” წინააღმდეგ დაუბრუნდა.