კალათბურთი

10:15 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში სპანულისი გამოარჩიეს

“ოლიმპიაკოსის” ლიდერი ვასილის სპანულისი ევროლიგის მეორე ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მეორე ტურში “ოლიმპიაკოსმა” “ეფესი” 90:66 გაანადგურა. სპანულისმა გუნდს 17 ქულა და 9 პასი შესძინა. გამთამაშებლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს უწია.

შეგახსენებთ, რომ სპანულისი ევროლიგის ისტორიაში გახდა, მეორე კალათბურთელიც ვისაც ლიგაში 3000-ზე მეტი ქულა აქვს ჩაგდებული. ვასილისს ევროლიგაზე 3013 ქულა დაუგროვდა, ხოლო პირველ ადგილზე “ბარსელონას” ლეგენდა ხუან კარლოს ნავაროა – 3922 ქულით.

0.138731