კალათბურთი

19:10 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის ფედერაციამ ჩაშლილი მატჩის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ "კაკტუსაა" და "მგზავრებს" შორის დღეს ჩაშლილი მატჩის შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"2016 წლის 22 ოქტომბერს დანიშნული საკალათბურთო სუპერლიგის მატჩი „კაკტუსი“ – „მგზავრები“, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია უნდა განხორციელებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით, ჩაიშალა. უშუალოდ მატჩის დაწყებისას მოხდა შემდეგი ფაქტი - მატჩზე დანიშნულმა მაგიდის მსაჯებმა გამიზნულად თქვეს უარი მატჩის მომსახურებაზე, რაც გახდა თამაშის ჩაშლის მიზეზი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მატჩზე დანიშნული მაგიდის მსაჯების საქციელის გამო ბოდიშს უხდის მატჩის მონაწილე კლუბებს და გულშემატკივრებს. ფედერაცია განიხილავს აღნიშნულ ფაქტს და დასჯის მატჩის შეგნებულად ჩაშლაში ყველა მონაწილე პირს, დადგენილი წესის შესაბამისად. „კაკტუსი“- „მგზავრების“ მატჩის გამართვის ხელახალი თარიღი გამოცხადდება მოგვიანებით" - აღნიშნულია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

0.116501