მაკედონიურ „ფენი ინდუსტრიში“ მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა გიორგი შარაბიძემ. ქალაქ კავადარცის გუნდმა ბალკანეთის ლიგის მატჩში ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და 41 ქულით - 98:57 გაანადგურა.
შარაბიძეს 18 წუთი დასჭირდა, თავისი გუნდის ბომბარდირი რომ გამხდარიყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასთან ერთად გიორგიმ 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ბალკანეთის ლიგის პირველ ტურში „ფენი ინდუსტრიმ“ კოსოვოში, ადგილობრივ „პეჯასთან“ 73:82 წააგო. იმ მატჩში შარაბიძემ 22 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბალკანეთის ლიგა შედარებით სუსტი ქვეყნების კლუბების ტურნირია, რომელშიც მაკედონიურ, ალბანურ და კოსოვოურ გუნდებთან ერტად 1 ბულგარული „ბეროეც“ ასპარეზობს.
მაკედონიის ჩემპიონატი 22 ოქტომბერს იწყება. შარაბიძის გუნდი პირველ ტურში სტუმრად „კოზუვთან“ ითამაშებს.
gbf.ge