მე-4 მატჩი და მე-4 გამარჯვება. აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ რუსულ სუპერლიგა 1-ში მორიგი წარმატებული მატჩი გამართა - ამჯერად სამარაში, სადაც ამავე სახელწოდების გუნდი 74:61 დაამარცხა. 4-დან 4 გამარჯვებით ნოვოსიბირსკელები ირკუტსკთან ერთად ლიდერობენ.
დვალიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 13:16 წუთში კი 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აკაკიმ 5-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
დვალიშვილის გუნდი გასვლითი ტურნედან შინ ბრუნდება და მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს, ნოვოსიბირსკში, “სახალინთან” გამართავს.
gbf.ge