ფეხბურთი

10:50 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის I წრის სიმბოლურში

უკრაინის პრემიერლიგის I წრე მიილია, ხოლო ავტორიტეტულმა გამოცემა football.ua-მ სეზონის განვლილი ნაწილი შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველი მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა.

“ჩერნომორეცის” სტატისტიკა პირველ წრეში დაცვაში საიმედოობით შთამბეჭდავია – ხოჭოლავას კარიერული წინსვლა კი, თვალსაჩინო. მან საქართველოს ნაკრებშიც დაიმსახურა მიწვევა.

რაც შეეხება მეორე წრის პერსპექტივას, თავის პოზიციაზე შეუცვლელია”, - წერს გამოცემა.

უკვე გამართულ ტურიდან 23 წლის ქართველი მცველი სიმბოლურ ნაკრებში ერთხელ მოხვდა, ერთხელაც მეტოქის კარი აიღო. ხოჭოლავას კარგი თამაში არც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს გამორჩენია და ბოლო დროს მას ეროვნულ გუნდშიც იძახებს.

0.11803