ფეხბურთი

21:50 | 21.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას ფრე "არსენალთან"

რუსეთის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტური “კრილია სოვეტოვისა” და “არსენალის” მატჩით დაიწყო – სამარელთა შორის ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა ქართველი მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა და 6 სეივიც შეასრულა.

ლორიამ სამ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაარჩინა საკუთარ გუნდი, თუმცა 44-ე წუთზე ვერაფერს გახდა, როდესაც ფელისიო ბრაუნისგან პენალტი გაუშვა. მეორე ნახევარში კი, ერთ ეპიზოდში შეცდა – 30 მეტრიდან დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ზედ კარის ხაზზე ხელმეორედ მაინც დაეუფლა და შეცდომა გამოასწორა.

უშუალოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ლორიას “კრილია” 11 თამაშში დაგროვილი 7 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

0.112466