“ნიუ იორკ ნიქსის” ახალგაზრდა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით პორზინგისი კლუბში 2017/18 წლების სეზონში 4.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში პორზინგისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 14.3 ქულას, 7.3 მოხსნას და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებდა.