ფეხბურთი

19:20 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პიკესა და ალბას დიაგნოზი დაუსვეს

კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “მანჩესტერ სიტი” 4:0 გაანადგურა, მაგრამ საკადრო პრობლემები შეემატა. საქმე ისაა, რომ ლუის ენრიკეს პირველივე ტაიმში ორი წამყვანი მცველი ჟერარ პიკე და ჟორდი ალბა დაუშავდა.

როგორც გამოცემა “სპორტი” გვამცნობს, “ბარსას” განაპირა მცველს 15 დღე მოუწევს უქმობა, ხოლო პიკეს დაზიანება უფრო სერიოზულია – გამოცდილი ფეხბურთელი ვარჯიშს მინიმუმ სამი კვირა ვერ შესძლებს.

ჟორდი ალბამ “სიტისთან” 10 წუთი ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკას დინიე შევიდა, ხოლო პიკე 39-ე წუთზე მეორე ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ შეცვალა.

0.131297