საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ირლანდიისა და უელსის ნაკრებებთან გამართულ მატჩებს, 21 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შეაჯამებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკი სპეციალისტის პრესკონფერენცია სასტუმრო “ჰუალინგში”, 12:00 საათზე დაიწყება.