ფეხბურთი

12:41 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პლუს 15: საქართველო ფიფას რეიტინგში 122-ე ადგილზეა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 15 ადგილით ზემოთ აინაცვლა და 122-ე პოზიციაზეა. განვლილ ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა რეიტინგი ბოლო ოთხი წლის შედეგების მიხედვით დგება და კიდევ, უელსთან 1:1-მა სწორედ რომ იმოქმედა: უელსელები მეათე პოზიციაზე იყვნენ რეიტინგში.

უშუალოდ ევროპულ ნაკრებებს შორის, საქართველო 11 ქვეყანას უსწრებს, მათ შორის, სომხეთსაც, რომელიც 125-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სომხეთი, ლუქსემბურგი,კვიპროსი, მაკედონია, კოსოვო, მოლდოვა, მალტა, ლიხტენშტაინი, სან მარინო, ანდორა, გიბრალტარი - უეფას წევრი ეს ქვეყნები არიან საქართველოზე ქვემოთ.

რეიტინგში ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ჩერნოგორიას (პლუს 49 ადგილი), ხოლო ყველაზე დიდი რეგრესი კვიპროსს (მინუს 52).

1 (1). არგენტინა - 1621

2 (3). გერმანია - 1465

3 (2). ბრაზილია - 1410

4 (2). ბელგია - 1382

5 (4). კოლუმბია - 1361

6 (6). ჩილე - 1273

7 (8). საფრანგეთი - 1271

8 (7). პორტუგალია - 1231

9 (9). ურუგვაი - 1175

10 (11). ესპანეთი - 1168

...

30 (26). ავსტრია - 792

33 (31). ირლანდია - 776

43 (50). სერბეთი - 650

122 (137). საქართველო - 276

173 (161). მოლდოვა - 119

რეიტინგი სრულად

0.112934