საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებთა მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ბილეთების ფასი კატეგორიების მიხედვით 5, 10, 15, 25 ლარია და გულშემატკივარს მისი შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol
“დინამო არენას” სალაროებში ბილეთების გაყიდვა 5 ნოემბრიდან დაიწყება.
საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 12 ნოემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან. თამაში 21:00 საათზე დაიწყება.