მოსკოვის ცსკას მეკარე იგორ აკინფეევი ერთი შეხედვით ცუდი მეკარეე სულაც არაა, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორედსმენია – გამოცდილ კიპერს უკვე 10 წელია ევროპის უპრესტიჟულეს ტურინრზე კარი მშრალად არ შეუნახავს (ჯამში 39 თამაში).
ამის გაკეთება მან ბოლოს 2006 წლის 1 ნოემბერს, ლონდონის “არსენალთან” შეხვედრაში შესძლო (0:0).
აკინფეევი გუშინ, ფრანგული “მონაკოს” წინააღმდეგ ჩინებულად ირჯებოდა და უსიამოვნო სერიის დასრულებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ 87-ე წუთზე ბერნარდო სილვას დარტყმულს ვერ გაუმკლავდა და ახლა მომდევნო მატჩშიღა თუ მოახერხებს ტრადიციის დარღვევას...