ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა მისი მისამართით მომრავლებულ კრიტიკოსებს “ლიონთან” (1:0) მატჩის მერე პასუხი გასცა. 38 წლის კიპერის თქმით, ისინი მის დაკრძალვაზე მივიდნენ, მაგრამ იქ არავინ დახვდათ...
“ჩემს დაკრძალვაზე მოდიოდნენ, მაგრამ არავინ დახვდათ – მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ არ მჭირდება სხვების მითითებები შეცდომებზე. ბოლო პერიოდში ჩემი მისამართით ბევრი რამ ითქვა, მაგრამ სიმართლე ერთადერთი იყო: ჩემგან მეტს რომ ელოდებიან, ამას ვეთანხმები”, - თქვა გაბრაზებულმა ჯიჯიმ.
შეგახსენებთ, ბუფონმა “ლიონთან” თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და რამდენიმე ურთულესი ბურთი აიღო. მათ შორის, ალექსანდრ ლაკაზეტის თერთმეტრიანიც.