ინგლისის პრემიერლიგის მოგების მერე, ბევრი ვარაუდობდა, რომ “ლესტერ სიტის” ჩავარდნა ექნებოდა – ასეცაა, “მელიებს” პრემიერლიგის საწყის 8 ტურში მხოლოდ რვა ქულა აქვთ მოპოვებული და ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. თუმცა, როგორც ჩანს, კლაუდიო რანიერის გუნდმა მიზნები შეიცვალა და აქცენტი ლიგაზე გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ თავად იტალიელი სპეციალისტი საპირისპიროს ამბობს.
ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ “ლესტერმა” საწყისი სამი თამაშის მიჯრით მოგება მოახერხა და ისტორიაში პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში სამიდან სამივე მატჩი მოიგო. თანაც, გოლგაუშვებლად...
საერთოდ კი, ანალოგიური შედეგი მხოლოდ პსჟ-ს, “მილანს”, “იუვენტუსსა” და “მალაგას” უჩვენებიათ, როდესაც პირველივე სამი შეხვედრა წარმატებით დაასრულეს.