ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა შორის ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი, რომელიც ამჟამად ლიგაში არ თამაშობს, და ვინ არის ნბა-ს საუკეთესო ლეგიონერი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საუკეთესო, ვინც ნბა-ში არ თამაშობს, ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩია, რომელმაც ხმების 53 % მიიღო, მეორე ადგილზე “რეალის” გამთამაშებელი სერხიო ლული გავიდა - 28 %.
ნბა-ს საუკეთესო ლეგიონერად “მილოუკის” ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტოკუმპო დაასახელეს.