"პორტუმ" "ბრიუგე" სტუმრად 2:1 დაამარცხა, პორტუგალიელთა მეკარემ კი ჩემპიონთა ლიგაზე 92-ე გამარჯვება მიითვალა და მოგებული შეხვედრების მიხედვით, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელის ჩავი ერნანდესის რეკორდი გააუმჯობესა.
იკერი "პორტუს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ჩემპიონთა ლიგაზე "დრაკონებთან" ერთად 5 მატჩი აქვს მოგებული. დანარჩენი შეხვედრები კასილიასს მადრიდის "რეალში" აქვს ჩატარებული, სადაც 16 სეზონი გაატარა.