ფეხბურთი

14:39 | 19.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბაიერნის" კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პსვ-სთან გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ბოლო პერიოდის წარუმატებელი თამაში გაანალიზებული აქვთ და სიტუაციის გამოსწორებას შეეცდებიან.

"რეკორდმაისტერი" უკვე სამი თამაშია ვერ იგებს, წარუმატებლობა კი ლიგაზე "ატლეტიკოსთან" (0:1) მარცხის შემდეგ დაიწყო. ამას მოყვა ბუნდესლიგაში "კიოლთან" (1:1) და "აინტრახტთან" ფრეები (2:2).

"ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები და ჭკვიანები არიან. მათ ბოლო პერიოდის ცუდი თამაში გააზრებული აქვთ. ვფიქრობ, კრიზისზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. არიენ რობენი ფანტასტიკური მოთამაშეა, მან წინა მატჩებში კარგად იასპარეზა და ორი გოლი გაიტანა. მას შეუძლია გუნდს ლიგაზე დაეხმაროს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ბოლოს აღნიშნული გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე 1999 წელს შეხვდნენ და მაშინ ჰოლანდიელებმა შინ 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო გერმანელებმა განმეორებით შეხვედრაში ასეთივე ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე.

0.138366