ქართულ-ლატვიური დუეტი კალაშნიკოვა-ოსტაპენკო “კრემლის თასის” პირველსავე ეტაპზე რუსულ წყვილთან ძალამიძე-კუდერმეტოვთან 1:6, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.
კალაშნიკოვა-ოსტაპენკოს წყვილი კორტზე პირველად გამოვიდა, ხოლო რუსულ დუეტს ერთად რამდენიმე შეხვედრა ჩატარებული ჰქონდათ და შეიძლება ითქვას, რომ უფრო შეთამაშებულები იყვნენ.