ბერძნული და კვიპროსული საიტების ცნობით, "ანორთოსისი" ყველანაირად ეცდება, რომ თემურ ქეცბაია დააბრუნოს. კლუბის ხელმძღვანელობა დღეს მოლაპარაკებას გამართავს 48 წლის ქართველ სპეციალისტთან, რომელიც ათენის აეკ-ს წვრთნის.
"ანორთოსისმა" ცუდად დაიწყო სეზონი და შვიდი ტურის შემდეგ, მერვე ადგილზეა. ესპანელი მწვრთნელი ანტონიო პუჩე გუშინწინ დაითხოვეს კლუბიდან.
ქეცბაია აეკ-ში მუშაობს და ამდენად, "ანორთოსისთან" შეთანხმება იოლი არ იქნება, მაგრამ კვიპროსზე თამამად საუბრობენ, რომ დიდი შანსია, ქართველი მწვრთნელი დაბრუნდეს. შეგახსენებთ, ქეცბაიამ "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.